როი კინი თავისი ყოფილი გუნდის მიმართ კრიტიკის ქარცეცხლს კვლავ არ იშურებს - ყოფილი წითელი ეშმაკი იმედგაცრუებულია იმით, თუ როგორ ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ქოვენთრის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა სამი ბურთიანი უპირატესობა უბრალოდ გაანიავა და მეტიც რომ არა იღბლიანი თერთმეტმეტრიანების სერია გუნდი მიმდინარე სეზონის FA თასის გათამაშებას ნახევარფინალშივე დაემშვიდობებოდა.
"არც გულშემატკივრებმა და არც ფეხბურთელებმა არ აღნიშნეს ეს გამარჯვება. მგონი ყველას რცხვენოდა იმის თუ რაც მოხდა მოედანზე. არ მომწონს ეს გუნდი. მე აქ ლიდერს ვერ ვხედავ", - ციტირებს კინის სიტყვებს BBC Sport-ი.
აღნიშნული ტურნირის ფინალში ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობა პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.