ბოლო საათებში გავრცელდა ჭორები ზინედინ ზიდანს ორ დიდ კლუბთან მიუნხენის "ბაიერნთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირების თაობაზე, სპეციალისტი დიდი ალბათობით საქმეს მალე დაუბრუნდება.
როგორც პორტალი Goal L’Equipe-ზე დაყრდნობით იუწყება, ფრანგი მწვრთნელი კარიერის გაგრძელებას "მანჩესტერში" გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მეთაური ერიკ ტენ ჰაგი არასახარბიელო შედეგების გამო დიდი ხანია ზეწოლას განიცდის.
შესაძლოა, "წითელი ეშმაკების" ახალმა მფლობელებმა ჰოლანდიელ სპეციალისტთან განშორება გადაწყვიტონ.
რაც შეეხება "ბაიერნს", ჯერ კიდევ თებერვალში კლუბმა სეზონის ბოლოს ტუხელის განთავისუფლების შესახებ გამოაცხადა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.