კლუბის ირგვლივ მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა, უცნობია რას გეგმავს გუნდის მთავარი მენეჯერი ერიკ ტენ ჰაგი სიტუაციის გამოსასწორებლად.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კულისებში, მფლობელებმა უკვე გადაწყვიტეს ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელის მთავარი კანდიდატის ვინაობა, იმ შემთხვევაში თუ ჰოლანდიელი მიმდინარე მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.
Scoop-ის ინფორმაციით, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობას სამწვრთნელო პოსტზე რობერტო დე ძერბის ხილვა სურთ, რომლის კონტრაქტის გამოსასყიდი პუნქტი დაახლოებით 15 მილიონი ევროა. შეგახსენებთ რომ სპეციალისტი ამჟამად "ბრაიტონს" უდგას სათავეში.
იტალიელით ასევე კატალონიური "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან დაინტერესებული. დე ძერბის შეგირდები ამჟამად ინგლისის პრემიერ ლიგაში მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელები თვლიან, რომ უფრო ძლიერი შემადგენლობით იტალიელ სპეციალისტს შეუძლია მიაღწიოს დიდ მიზნებს.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.