არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი ლისანდრო მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედში" სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ მარტინესს მუხლის ტრავმის გამო 6 კვირა არ უთამაშია თუმცა რატომღაც ფეხბურთელი შეკრებაზე მაინც გამოიძახეს.
კლუბმა მცველს არგენტინაში წასვლის უფლება მისცა, რათა სამხრეთ ამერიკაში ინტენსიური სავარჯიშო სესიებში მონაწილეობით სწრაფად ჩამდგარიყო ფორმაში, "ელ სალვადორთან" ჩატარებულ შეხვედრაში მარტინესს მონაწილეობა არ მიუღია.
მომავალ შაბათს, "ბრენტფორდთან" ჩასატარებელი მატჩისთვის დიდი ალბათობით უკანახაზელი მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ მარტინესმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში რვა მატჩი ჩაატარა.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.