მაროკოელი ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი მანჩესტერულ კარიერას დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დაასრულებს.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი ეკრემ კონური იუწყება. წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის დაინტერესებული 27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის სრული შესყიდვით, ამიტომ ნახევარმცველი მომავალ ზაფხულს დაბრუნდება "ფიორენტინაში".
ამრაბატი ინგლისურ გრანდში იჯარის წესით გასული წლის სექტემბრიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა ფეხბურთელის მონაგარი შედეგიანი არ გამოდგა.
ამრაბატის კონტრაქტი "ფიორენტინასთან" 2025 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი.
პორტალი Transfermarkt სოფიანის ღირებულებას 22 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.