თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2024, 08:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1641,
კომენტარები: 3
გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიიღება
რა ბედი ელის სპეციალისტს.
გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიიღება
პრესაში აქტიურად ჩნდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედის" მესაჭის ერიკ ტენ ჰაგის მომავლის შესახებ.

The Guardian იტყობინება, რომ ნიდერლანდელი აუცილებლად დარჩება თავის პოსტზე მინიმუმ სეზონის ბოლომდე.

წყარო აღნიშნავს, რომ მან შთაბეჭდილება მოახდინა "წითელი ეშმაკების" ახალ მფლობელზე, ჯიმ რეტკლიფზე.

მწვრთნელის მომავალზე გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიიღება. ამავდროულად, რეტკლიფმა იცის, რომ მენეჯერის შეცვლის შემთხვევაში, ახალი, კლუბის შესაფერისი სპეციალისტის პოვნა რთული ამოცანა და ახალი თავსატეხი იქნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგის გუნდი გასულ კვირას FA თასის ნახევარფინალში გავიდა.
ჭორები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2024 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
უნდა დარჩეს და მიეხედოს გუნდს სხვა კუთხით მენეჯმენტით სელექციით და ბევრი სხვა დეტალი კიდე.. რაც მთავარია გაძლიერება უნდა გუნდს რა ..მოკლედ ჩემი აზრით მომავალ სეზონში უნდა იყოს და ეგ იქნება გადამწყვეტი სეზონი ამ ახალი მფლობელების ხელში
2
№2
ავტორი: LASHQARA
22 მარტი 2024 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ტენ ჰააგი ყველაზე ნაკლებად არის გასაშვები გუნდიდან, ფინანსები გამოყონ და შეარჩიონ მანჩესტერის დონის ფეხბურთელები, სხვადასხვა ლიგებიდან, მწვრთნელის ტაქტიკიდან და შეხედულებიდან გამომდინარე, ტენ ჰააგი ძალიან მაგარი მწვრთნელია და თუ დრო მიეცემა ამას აუცილებლად დაამტკიცებს fellow am
3
№3
ავტორი: f.c.mu
23 მარტი 2024 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 376
FA თასი თუ მოიგო უეჭველი დატოვებენ.
აი ფინალშიც თუ ვერ გავედით მერე კიდე წავა გაშვებაზე საუბრები
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top