ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობაში მოკაშკაშე ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველმა კობი მაინო ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" ოფიციალური საიტი იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ 18 წლის მაინო არ იყო საუთგეითის შემადგენლობის თავდაპირველ სიაში, თუმცა ამჟამად სამი ლომის ნაკრების თავკაცმა ფეხბურთელის გამოძახება გადაწყვიტა.
მიმდინარე სეზონში კობიმ სერიოზული პროგრესი აჩვენა. მან "მანჩესტერ იუნაიტედის" 20 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათში ორი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მარტში ინგლისის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ბრაზილიასთან (23 მარტი) და ბელგიასთან (26 მარტი) გამართავს. გუნდი ზაფხულის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.