"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებას აპირებს.
გასულ წელს "წითელ ეშმაკთა" რიგებს რასმუს ჰოილუნი შეუერთდა, რომლის ტრანსფერი "ატალანტა"- დან 70 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა.
ახალგაზრდა დანიელმა სასტარტო შემადგენლობაში წარმატებით დაიმკვიდრა თავი, თუმცა, როგორც კლუბს მიაჩნია, მას ღირსეული კონკურენტი სჭირდება.
ცნობილი ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალ ზაფხულს აუცილებლად გაიფორმებს ახალ ცენტრფორვარდს.
ენტონი მარსიალის კონტრაქტი, რომელიც ამჟამად რასმუს ჰოილუნდის სარეზერვო კადრად განიხილსბა, ივნისში იწურება. დიდი ალბათობით, ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.
ახალი ამბები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.