"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა გარემარბმა ანტონიმ ინგლისურ გრანდში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ვცდილობ ყოველი კრიტიკისგან ვისწავლო და ამ გზით გავაუმჯობესო ჩემი თავი. ვმუშაობდი ჩუმად, რათა განვვითარებულიყავი და გამომეჩინა ჩემი საუკეთესო თვისებები.
მე ვიცი ჩემი პოტენციალი და ვიცი თუ რატომ მიყიდა "მანჩესტერ იუნაიტედმა". მსურს ეს ყველაფერი მოედანზე გადავიხადო", - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ენტონის სიტყვებს სოციალური ქსელიდან.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ორი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ერთი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
მისი ხელშეკრულება "წითელ ეშმაკებთან" 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.