არაერთი საინფორმაციო წყარო ადასტურებს ინფორმაციებს, რომ თითქოს მომავალი სეზონიდან მეისონ გრინვუდი ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობას საბოლოოდ დატოვებს.
ფეხბურთელი ამჟამად ესპანურ გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს. "წითელი ეშმაკები" კი მზად არიან გრინვუდი "ხეტაფეს" 50 მილიონ ევროდ დაუთმონ, თუმცა სავარაუდოდ ესპანელები ამდენს ვერ გადაიხდიან. კლუბში იმედოვნებენ, რომ გამოსავალს იპოვიან 22 წლის ინგლისელის შესანარჩუნებლად.
Marca-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" თავდამსხმელის თაობაზე კატალონიური გრანდი "ბარსელონაც" დაუკავშირდა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხუან ლაპორტას კლუბისთვის ფინანსური პრობლემები ართულებს ინგლისელის შეძენას.
"ხეტაფეს" შემადგენლობაში 26 მატჩში მეისონ გრინვუდმა რვა გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ხუთი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.