"MAN"-ის ჟურნალისტის სამუელ ლუკჰერსტის ინფორმაციით, Ineos იკვლევს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის პოტენციურ შემცვლელებს.
"წითლების" მესაჭის ერთ-ერთ კანდიდატურად სახელდება "ბრაიტონის" იტალიელი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი, რომლის მეთაურობითაც "თოლიები" ორი სეზონია მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობენ და ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.
ლუკჰერტი, ასევე დასძენს რომ სერ ჯიმ რედკლიფი ძალიან ბევრ რამეში არ ეთანხმება ტენ ჰაგს. კლუბის 25%-იანი წილის მფლობელის მთავარი ფავორიტი "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგზე ლეგენდარული ზინედინ ზიდანია, რომელიც მადრიდის "რეალთან" ერთად აბსოლუტური ტრიუმფის შემდეგ ჯერჯერიბით კვლავ უმუშევარია.
თუმცა, წყარო აღნიშნავს, რომ ტენ ჰაგს შესაძლოა მიეცეს კიდევ ერთი შანსი, თუ "წითელი ეშმაკები" შეძლებენ FA თასის მოგებას და მოიპოვებენ ადგილს ოთხეულში.
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.