კლუბში გადაწყვიტეს თუ რა თანხა უნდა გამოიმუშავონ მარკუს რეშფორდის გაყიდვიდან. როგორც ჩანს ინგლისელი ზაფხულში გასხვისდება.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი დომინიკ ბუტი იტყობინება. როგორც წყარომ შეიტყო, ინგლისური კლუბი 26 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ფუნტს მოითხოვს.
მარკუსის შეძენის პრეტენდენტებს შორის იყო ფრანგული "პსჟ". პარიზული გიგანტი რეშფორდს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც ზაფხულში მადრიდის "რეალს" შეუერთდება.
პორტალი Transfermarkt ფორვარდის საბაზრო ღირებულებას 70 მილიონად აფასებს. ფეხბურთელს სამუშაო კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2028 წლის შუა რიცხვებამდე აქვს გაფორმებული
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.