დანიელი მცველი ანდრეას კრისტენსენი, რომლის საკონტრაქტო უფლებებს კატალონიური "ბარსელონა" ფლობს, შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდეს. ამის შესახებ ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ ქსელში იუწყება.
ინსაიდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, 27 წლის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. ინგლისელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ანდრეასის ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავენ.
მცველისთვის დავაში "მანჩესტერ იუნაიტედის" კონკურენტად "ნიუკასლი" ითვლება. კრისტენსენი "ბლაუგრანაში" 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე დანიელი ლონდონის "ჩელსიში" ასპარეზობდა.
მიმდინარე სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე ერთადაღებული 27 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.