თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2024, 08:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1197,
კომენტარები: 5
მაკტომინაი: "ეს ჩემი პირადი გამარჯვება არ არის"
შოტლანდიელი მატჩის შემდეგ.
მაკტომინაი:
"ასტონ ვილასთან" გამარჯვების შემდეგ სკოტ მაკტომინაიმ ჟურნალისტებს ესაუბრა და საკუთარი ემოციებიც გააზიარა.

შოტლანდიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც "წითელ ეშმაკებს" მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვების საშუალება მისცა.

"ჩვენ კარგად დავიწყეთ, თუმცა "ასტონ ვილა" შესანიშნავი გუნდია. მეტოქე თამაშს დაუბრუნდა და პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენი მცველები - განსაკუთრებით ჰარი მაგუაირი და რაფაელ ვარანი - დღეს ძალიან კარგები იყვნენ.

შესანიშნავი თამაში და დამსახურებული გამარჯვება. გამარჯვების გოლი? ეს გუნდის გამარჯვებაა და არა პირადად ჩემი.

მე უბრალოდ მინდა მოედანზე გავიდე და ყველაფერი გავაკეთო გუნდის გამარჯვებისთვის, სანამ კარგ ფორმაში ვარ. იმედი მაქვს, ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდება",
- განუცხადა მაკტომინაიმ Sky Sports-ს.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 თებერვალი 2024 08:29
  • სიახლეები: 2848
  • კომენტარები: 3903
მეგობრებო მოგესალმებით, თუ ვინმეს გაქვთ შეხება სარეკლამო თემასთან, მაქვს საიტზე ადგილები სადაც განვათავსებ სარეკლამო ბანერებს და შესაბამისად აღებული თანხა ისევ საიტს მოხმარდება.
0
№2
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2024 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Dzalian magar formashia skoti
0
№3
ავტორი: scholes181
13 თებერვალი 2024 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
გარნაჩოსა და ჰოილუნის სათამაშო სტილს რომელი ფეხბურთელების სტილს შეადარებდით?
0
№4
ავტორი: Lev
14 თებერვალი 2024 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ციტატა: scholes181
გარნაჩოსა და ჰოილუნის სათამაშო სტილს რომელი ფეხბურთელების სტილს შეადარებდით?

ჰოილუნდი ნისტელროის ჰგავს, გარნაჩოსი პაპაჩემის ღორს , არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: scholes181
15 თებერვალი 2024 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ციტატა: Lev
ციტატა: scholes181
გარნაჩოსა და ჰოილუნის სათამაშო სტილს რომელი ფეხბურთელების სტილს შეადარებდით?

ჰოილუნდი ნისტელროის ჰგავს, გარნაჩოსი პაპაჩემის ღორს , არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს


ხო, ფაფხურა და ეგოისტია, არა მგონია რამე გამოვიდეს მისგან... მეინო უფრო მაგარია
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top