სკოტ მაკტომინაის გოლით "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის გასვლით მატჩში "ასტონ ვილასთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება და სამი ქულა მოიპოვა.
შოტლანდიელი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, შეცვალა მარკუს რაშფორდი და უკვე შეხვედრის 86-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა.
Opta-ს მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, მაკტომინაი ოთხი გოლით (ჟოაო პედროსთან ერთად, "ბრაიტონი".) ლიდერობს პრემიერ ლიგას სათადარიგო მატჩებიდან გატანილი გოლების ასპექტში რა თქმა უნდა მიმდინარე სეზონში.
მთლიანობაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 7 გოლი გაიტანა - მეტი, ვიდრე წინა სამ სეზონში ერთად (6).
"წითელი ეშმაკები" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს გუნდი 18 თებერვალს გამართავს - მეტოქე "ლუთონ თაუნი" იქნება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.