თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2024, 08:34
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1337,
კომენტარები: 6
როი კინმა რასმუსი შეაქო
საქებარი სიტყვები ჰოილუნის.
როი კინმა რასმუსი შეაქო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა როი კინმა ბოლო მატჩებში რასმუს ჰოილუნის გამოსვლებზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა.

21 წლის ფეხბურთელმა გუშინ, პრემიერ ლიგის მატჩში "ასტონ ვილას" პირადი აქტივის მორიგი გოლი გაუტანა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ დანიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ზედიზედ ხუთ მატჩში გამოიჩინა თავი.

"მე მჯერა, რომ ყოველთვის, როცა ის მოედანზე გადის, ფიქრობს: "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" გოლის გატანას ვაპირებ". კარგ ფორმაში ჩადგა. მწვრთნელი იძულებული იყო ყველა მატჩში მისი იმედი ჰქონოდა და ამან შედეგი გამოიღო.

რასმუსს შინაგანად ეს სიმხურვალე აწვება, მას თვეები დასჭირდა აქამდე მისასვლელად. ის საბოლოოდ დასახლდა და დარწმუნებულია თავის თავში",
- განუცხადა კინმა Sky-ს.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2024 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Ზუსატად !!! Ძალიან სწორი შეფასებაა და ამას ერიკიც იძახდა რო გოლები აუცილებლად მოვიდოდა .. უნიჭიერესია ბიჭია და სულ რაღაც 21 წლის ისიც გუშინ გახდა:))❤
1
№2
ავტორი: scholes181
12 თებერვალი 2024 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
რონალდო მოსწონს და იმედია რეალში არ წავა, ამას და გარნაჩოს არ ვენდობი, ფეხს მოიკიდებენ ფეხბურთში და მერე რეალში წავლენ...
1
№3
ავტორი: Rati
12 თებერვალი 2024 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ციტატა: scholes181
რონალდო მოსწონს და იმედია რეალში არ წავა, ამას და გარნაჩოს არ ვენდობი, ფეხს მოიკიდებენ ფეხბურთში და მერე რეალში წავლენ...

რეალი დიდი ალბათობით მბაპეს იყიდის და ფორვარდი კაი ხნით არარ დაჭირდება, ეს კიდე იმედია დაიწყებს სტაბილურად გოლების გატანას და აღარ გაჩერდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Fuck Barcelona And fuck Real Madrid I've love United since I was a kid
№4
ავტორი: scholes181
12 თებერვალი 2024 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ციტატა: Rati
ციტატა: scholes181
რონალდო მოსწონს და იმედია რეალში არ წავა, ამას და გარნაჩოს არ ვენდობი, ფეხს მოიკიდებენ ფეხბურთში და მერე რეალში წავლენ...

რეალი დიდი ალბათობით მბაპეს იყიდის და ფორვარდი კაი ხნით არარ დაჭირდება, ეს კიდე იმედია დაიწყებს სტაბილურად გოლების გატანას და აღარ გაჩერდება


იმედია
0
№5
ავტორი: Smoke - N
12 თებერვალი 2024 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 250
კი ძალიან მოუმატა და აწი ველოდები ამის დუბლს და ჰეთრიკებს, სწრაფი და ტექნიკურია თან არ ეშინია ორთაბრძოლებში შესვლის.ეს არ მგონია გაიქცეს რეალში რეალი რომ ზდომოდა აქ არ მოვიდოდა ჩემი აზრით ამათმა თუ არ გაყიდეს და ფული არ გაკეთეს ისე არ მგონია რომ წავიდეს ესეც და გარნაჩოც.
0
№6
ავტორი: scholes181
12 თებერვალი 2024 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ციტატა: Smoke - N
კი ძალიან მოუმატა და აწი ველოდები ამის დუბლს და ჰეთრიკებს, სწრაფი და ტექნიკურია თან არ ეშინია ორთაბრძოლებში შესვლის.ეს არ მგონია გაიქცეს რეალში რეალი რომ ზდომოდა აქ არ მოვიდოდა ჩემი აზრით ამათმა თუ არ გაყიდეს და ფული არ გაკეთეს ისე არ მგონია რომ წავიდეს ესეც და გარნაჩოც.


გარნაჩო არგენტინელია მაინც... სამხრეთ ამერიკელების სამყარო მანჩესტერი არასდროს ყოფილა, ამიტომ ვერ ენდობი, კარიერისთვის არიან, ევროპაში მოდიან ვარსკვლავური ცხოვრებისთვის, მანჩესტერი ტიპიურად ბრიტანული, ევროპული გუნდია და მოკლედ, ხომ მიმიხვდი, მე მაინც ბრიტანელებს და დასავლეთ ევროპელებს ვენდობი მანჩესტერის ერთგულების კუთხით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top