ცხელი ზაფხულის მოლოდინში ერიკ ტენ ჰაგი დაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს.
"წითელი ეშმაკების" ინტერესთა სფეროში შემდეგი ფეხბურთელები არიან: ანტონიო სილვა (ბენფიკა), ლენი იორო (ლილი) და ჟან-კლერ ტოდიბო (ნიცა), აღნიშნულ ინფორმაციას იუწყება ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
სამი ცენტრალური მცველიდან თუნდაც ერთ ერთის გაფორმების პრობლემა შეიძლება შექმნას არა მხოლოდ მათმა მაღალმა ღირებულებამ, არამედ კონკურენციამ ევროპული ფეხბურთის სხვა გიგანტებთან რომლებიც ასევე ინტერესდებიან ზემოაღნიშნული სახელებით.
პორტალი Transfermarkt 20 წლის სილვას 45 მილიონ ევროდ აფასებს, 18 წლის იორო და 24 წლის ტოდიბო კი, პორტალის ექსპერტების აზრით, შესაბამისად 25 და 35 მილიონ ევროდ შეფასდნენ.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.