"ალ-ნასრი" რაფაელ ვარანის მომსახურებით არის დაინტერესებული შესაძლოა ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში განხორციელდეს, როგორც ჩანს რაფაელი ზამთარში კლუბს არ დატოვებს, იუწყება Daily Star.
წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის გუნდი, რომელშიც მისი ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, მზადაა ფრანგს ერთი წლის განმავლობაში 60 მილიონი ევროს ანაზღაურება შესთავაზოს.
30 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt- მას 25 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში ვარანმა ყველა ტურნირზე 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც მან თანაგუნდელებისთვის ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.