ჯედონ სანჩოს მომავალთან დაკავშირებით ინგლისურმა გრანდმა გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამჟამად დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარით, სეზონის ბოლომდე იასპარეზებს.
Football Insider-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან გაყიდონ ფეხბურთელი შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. საუბარია 40-50 მილიონ ფუნტზე.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი "ბორუსიაში" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში დაბრუნდა.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა სამი მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრებში გარემარბმა ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახალი ამბები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.