"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი შესაძლოა კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდეს, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს თურქეთიდან გამოხატავენ. ამის შესახებ TEAMtalk იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველის მომსახურებით "გალათასარაი" ინტერესდება. აღსანიშნავია, რომ კლუბი ყველა ღონეს გამოიყენებს ერიქსენის ტრანსფერის დასასრულებლად ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე.
შეგახსენებთ რომ ფანჯარა 9 თებერვალს ოფიციალურად დაიხურება. მიმდინარე სეზონში დანიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ერიქსენის კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 13 მილიონ ევროდ აფასებს.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.