კვირას, პრემიერ ლიგის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ "ვესტ ჰემი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
გამარჯვების მიუხედავად "წითელი ეშმაკებისთვის" საღამო უსიამოვნო მომენტით დასრულდა, კერძოდ ლისანდრო მარტინესმა ტრავმა მიიღო რომელიც როგორც ჩანს არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა.
როგორც ჟურნალისტი გასტონ ედული სოციალურ ქსელში იუწყება, მარტინესს კუნთის დაჭიმვის დიაგნოზი დაუსვეს. ეს შედარებით კარგი ამბავია, რადგან თავდაპირველად უფრო რთული დიაგნოზის ეჭვი არსებობდა.
მარტინესი ოპერაციას არ საჭიროებს. თუმცა გამოჯანმრთელებას კი დაახლოებით თვენახევრიდან ორ თვემდე დასჭირდება.
პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედი" 11 თებერვალს "ასტონ ვილასთან" გამართავს.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.