თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2024, 10:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1030,
კომენტარები: 7
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
სპეციალისტის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
მორიგი პრემიერლიგური გამარჯვების შემდეგ, "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს მაღალი პოტენციალი. თუ ამ პროცესს გავაგრძელებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალ დონეს მივაღწევთ.

ვაშენებთ გუნდს, ვაფორმებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ვაძლევთ მათ შესაძლებლობებს.

ეს არის პროცესი რომელიც აღმავლობითა და ვარდნით ხასიათდება და ეს უნდა გავაცნობიეროთ.

ჩვენ ასევე გვჭირდება გამოცდილი მოთამაშეები, რათა დავეხმაროთ ახალგაზრდა მოთამაშეებს უკეთესად წარმართონ მათი პროცესები.

რაც შეეხება მატჩს, ეს არ იყო ადვილი შეხვედრა, რადგან "ვესტ ჰემი" კარგი გუნდია.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
ბოლო თვეებში არაერთხელ ვთქვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან ნათელი მომავალი ელის.

ნამდვილად მაღალი პოტენციალი გვაქვს, შეგვიძლია ვითამაშოთ რბილად და საჭიროების შემთხვევაში ავაჩქაროთ ტემპი და კარგად დავიცვათ თავი. დღევანდელმა გოლებმა მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოაჩინეს.

ისინი ეჩვევიან პრემიერ ლიგის სტანდარტებს.
ყოველი თამაშით ისინი იზრდებიან და იხვეწებიან, ადაპტირდებიან უფრო მაღალ დონეზე. როდესაც მოთამაშეები სარგებლობენ თამაშით, თავდაჯერებულობა მოდის. ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ნდობა.
მომეწონა გუნდის ზეიმი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ",-
აცხადებს დასასრულს ტენ ჰაგი.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2024 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Მშვენიერი თამაში გამოვიდა და ნამდვილად ჩანს პოტენციალი❤ ასტონ ვილას უნდა მოვუგოთ გადამწყვეტი თამაშია !!!
0
№2
ავტორი: PaLoMo
5 თებერვალი 2024 18:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ვფიქრობ თუ დასცალდა ამ კაცს კარ გუნდს ააშენებს თუმცა მანამდე ისევ გასაშვებია ნაყარ-ნუყარი ხალხი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2024 20:40
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
გრინვუდი აუცილებლად უნდა დააბრუნონ !!!
0
№4
ავტორი: scholes181
6 თებერვალი 2024 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
რა მაგის პასუხია და... გემოვნებაზე ალბათ არ დავობენ, ბერბატოვზე დახვეწილი სათამაშო სტილი, არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, გუშინ ვუყურებდი მომენტებს, ხელოვნებაა რა...
0
№5
ავტორი: PaLoMo
6 თებერვალი 2024 11:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svanchester
გრინვუდი აუცილებლად უნდა დააბრუნონ !!!

არვიცი წავიკითხე სადმე თუ დამესიზმრა...ვითომ გრინვუდი გაყიდეს 30 მილიონად

ციტატა: scholes181
რა მაგის პასუხია და... გემოვნებაზე ალბათ არ დავობენ, ბერბატოვზე დახვეწილი სათამაშო სტილი, არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, გუშინ ვუყურებდი მომენტებს, ხელოვნებაა რა...

ბერბა კაი ფორვარდი გვყავდა ნამდვილად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: scholes181
6 თებერვალი 2024 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svanchester
გრინვუდი აუცილებლად უნდა დააბრუნონ !!!

არვიცი წავიკითხე სადმე თუ დამესიზმრა...ვითომ გრინვუდი გაყიდეს 30 მილიონად

ციტატა: scholes181
რა მაგის პასუხია და... გემოვნებაზე ალბათ არ დავობენ, ბერბატოვზე დახვეწილი სათამაშო სტილი, არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, გუშინ ვუყურებდი მომენტებს, ხელოვნებაა რა...

ბერბა კაი ფორვარდი გვყავდა ნამდვილად


კი, ანუ სტილზე ვამბობ, შედეგებით ბევრად დიდი ფორვარდები ყოფილან, მათ შორის ჩვენთანაც, მაგრამ ბურთთან ურთიერთობის მანერა მისი, ხელოვნებაა.
0
№7
ავტორი: Svanchester
6 თებერვალი 2024 13:19
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svanchester
გრინვუდი აუცილებლად უნდა დააბრუნონ !!!

არვიცი წავიკითხე სადმე თუ დამესიზმრა...ვითომ გრინვუდი გაყიდეს 30 მილიონად

ციტატა: scholes181
რა მაგის პასუხია და... გემოვნებაზე ალბათ არ დავობენ, ბერბატოვზე დახვეწილი სათამაშო სტილი, არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, გუშინ ვუყურებდი მომენტებს, ხელოვნებაა რა...

ბერბა კაი ფორვარდი გვყავდა ნამდვილად

არა ჯერჯერობით არცერთი ოფიციალური ნიუსი ამ თემაზე არ დადებულა, თქვეს ვითომ რომ ახალ მფლობელებს გაყიდვა უნდათო რაც ჭორი მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top