ახალგაზრდა ნიჭიერი გარემარბი ფაკუნდო პელისტრი რომლის კონტრაქტზეც მთავარ უფლებებს ისევ ინგლისური გრანდი იტოვებს, ძალებს ესპანურ "გრანადაში" მოსინჯავს.
ლა ლიგის კლუბმა 22 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით გაფორმებუს შესახებ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა. გარიგება ძალაშია მიმდინარე სეზონის ბოლომდე.
პელისტრიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. საერთო ჯამში, ურუგვაელმა "წითელი ეშმაკების" პირველ გუნდში 24 მატჩში ორი საგოლე პასი შეასრულა.
ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ გიგანტთან 2025 წლამდეა გათვლილი. "გრანადა" 22 ტურის შემდეგ 11 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.