"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი გუნდს არ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი არადისციპლინირებული საქციელის გამო მოხსნილი იყო სავარჯიშო სესიებიდან, კონკრეტულად კი ღამის კლუბში სტუმრობის ფაქტზე, სადაც რეშფორდი ნასვამ მდგომარეობაში ნახეს.
talkSPORT-მა გააჟღერა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ინგლისურმა გრანდმა გადაწყვიტა არ გაყიდოს 26 წლის ფეხბურთელი მისი ბოლოდროინდელი საქციელის მიუხედავად.
წყაროს ცნობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი თვლის, რომ ის აგრძელებს რეშფორდთან კარგ ურთიერთობას და ეიმედება მისი მომავალი კლუბში.
მანამდე "წითელი ეშმაკების" პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ინციდენტი სრულად მოგვარებულია. მიმდინარე სეზონში რაშფორდმა ყველა ტურნირზე ერთადაღებული 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.