თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2024, 23:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1114,
კომენტარები: 5
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
სპეციალისტის მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა იმ მიზნებზე ისაუბრა რომელიც გუნდს სეზონის მეორე ნაწილში აქვს დასახული.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "წითელი ეშმაკები" ვალდებულნი არიან ყველა თამაში გამარჯვება მოიპოვონ.

დღეს, ინგლისის თასის 1/16 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ნიუპორტი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიდერლანდელმა მენეჯერმა ჟურნალისტებთან მცირე დრო დაჰყო და კომენტარიც გააკეთა.

"პირველი 35 წუთი კომფორტული იყო, დროის ამ მონაკვეთშიც კი ანგარიში 3:0 ან 4:0 უნდა ყოფილიყო.

მეტოქე არაფრისგან ქმნიდა მომენტებს.
კონტრშეტევების დროს ჩვენი დაცვა არ იყო საუკეთესო.
მოგებისთვის ყველაფერი თავიდან უნდა დაგვეწყო და ამას მივაღწიეთ. შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს ბიჭებმა.

უნდა ვეცადოთ რომ დარჩენილ შეხვედრებში წარმატების მიღწევა და გამარჯვებები შევძლოთ. ასე რომ, ახლა ორი რამ არის ჩვენი მიზანი - პრემიერ ლიგა და ასოციაციის თასი.

ჩვენ უნდა მივყვეთ თამაშიდან თამაშამდე ჩვენს გეგმებს",-
ციტირებს კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტი ტენ ჰეგის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში "მანჩესტერული" გუნდი 32 ქულით მერვე ადგილს იკავებს.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
28 იანვარი 2024 23:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
კარგია მოგება თუმცა სრული შემაგდენლობით 2 გოლი გავუშვით და ძალიან ბევრჯერ დაგვირტყეს კარისკენ და კარში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
29 იანვარი 2024 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
ციტატა: PaLoMo
კარგია მოგება თუმცა სრული შემაგდენლობით 2 გოლი გავუშვით და ძალიან ბევრჯერ დაგვირტყეს კარისკენ და კარში.

თან მეოთხე დივიზიონის გუნდმა.
1
№3
ავტორი: Dato kutaisi
29 იანვარი 2024 13:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ასე ქვედა ეშელონების გუნდს ფერგის დროსაც მოუგია მანჩესთვის მაგრამ აქ სხვა პრობლემა უფრო მნიშვმელოვანია.ვინგერები არ გვყავს.საყრდენ ჩამშლელი ზონა ისე სუსტია რომ ყველას უკან ჩამოსვლა და სიღრმიდან თამაში უწევს რაც შემტევ პოტენციალს აგდებს.როცა მანჩეს თამაშებს ვუყურებ შეგრძნება მაქვს რომ მოედანზე არის ფეხბურთელები რომლებმაც 4 თამაში ითამაშეს მიმდონარე კვირაში.დაღლილი უმუღამო უხასიათო,უბურთოდ რომ არავინ მოძრაობს და ასე ზანტად უყურებენ რა მოხდება მცველი დაბლოკავს თუ მეკარე დარტყმულს.მე არ ვიცი ამ გუნდს რა ეშველება ან ეშველება საერთოდ თუ არა.როგორ შეიძლება მთელი გუნდი დგომით იგებდეს თამაშებს მე არ ვიცი.სრულად ინერტული გუნდია უამბიციო და უხასიათო.რაღაც ცეცხლი ხო უნდა გეტყობოდეს სასტავს ასე ინდიფერენტულად როგორ უნდა იყო 90 წუთი მოედანზე მე არ ვიცი.ან ფეხბურთელებს მობეზრებული აქვთ ეს გუნდი ან ერთმანეთს უყურებენ აი რეში დასეირნობს და ჩემზე ბევრად მეტს იღებს მაინცო და რაზე მოვიკლა თავიო.ჩემი აზრით ყველა ფულის საშოვნელად არიან აქ.ძალიან გავს ჩვენს ყოფას ყველა შოვნაზეა და საქმეზე არავინ ფიქრობს
1
№4
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2024 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Ამ სეზონზე რავი რა უნდა მოხდეს რო გადაფაროს წლევანდელი თუნდაც ლიგის ჯგუფში ჩარჩენა და სხვა დანარჩენი უბრალოდ რატკლიფს ვუყურებ იმედის თვალით და მჯერა რო სწორად დაალაგებს ყველაფერს.. თუნდაც სიტიდან რო მოიყვანა ის ტიპი ფერდინანდი ბაზრობდა შოკში ყოფილან სიტის ბანაკში არ გვჯერა ეგ რო წავიდა თან მანჩესტერშიო
0
№5
ავტორი: PaLoMo
30 იანვარი 2024 22:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: ikeoni
Ამ სეზონზე რავი რა უნდა მოხდეს რო გადაფაროს წლევანდელი თუნდაც ლიგის ჯგუფში ჩარჩენა და სხვა დანარჩენი უბრალოდ რატკლიფს ვუყურებ იმედის თვალით და მჯერა რო სწორად დაალაგებს ყველაფერს.. თუნდაც სიტიდან რო მოიყვანა ის ტიპი ფერდინანდი ბაზრობდა შოკში ყოფილან სიტის ბანაკში არ გვჯერა ეგ რო წავიდა თან მანჩესტერშიო

მარტო სიტიში? მსოფლიოს შოკში.თუნცა ექსტრიმი ხიბლავს როგორც ჩანს

ევერტონის ახალგაზრდა მცველი უნდათ 40 მილიონად და ხომარიცით რამე?კაი ტიპია?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top