"იუნაიტედის" გარემარბი ენტონის წარმომადგენელმა ჯუნიორ პედროსომ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ კლუბმა ბრაზილიელის მოშორება გადაწყვიტა.
"აქამდე "მანჩესტერ იუნაიტედს" არ გამოუჩენია ინტერესი ენტონის ტრანსფერით არც ზამთარში და არც ზაფხულში. ახლა ის სრულად არის ორიენტირებული სეზონის დარჩენილ ოთხ თვეზე და გადაწყვეტილი აქვს გააუმჯობესოს თავისი თამაში.
ამჟამად მისი თავი მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს ეკუთვნის" და მან იცის, რომ გოლის გატანა და საგოლე პასების გაკეთება მის აქტივებს სჭირდება.
უბრალოდ კარგად თამაში არ არის გამოსავალი, მას გოლები და პასები სჭირდება და ამ მხრივ ძალიან თანმიმდევრულია.
"იყო გარკვეული პრობლემები მაგრამ ახლა სხვანაირად დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხ თვეში ის ბევრად მეტს აჩვენებს",- აცხადებს დასასრულს პედროსო.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.