The Athletic-ის ჟურნალისტი ლორი უიტველი წერს, რომ "იუნაიტედი" იანვარში არავის გაფორმებას არ გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ენტონი მარსიალი მინიმუმ 10 კვირით იუქმებს მისი შეცვლა ახალი კადრით არ იგეგმება.
კლუბი ასევე არ გეგმავს რაიმე მნიშვნელოვან შენაძენს და იჯარაც კი გამორიცხულია ამ ეტაპზე, რადგან "იუნაიტედის" ხარჯები მკაცრად შემოიფარგლება მოგების და მდგრადობის წესებით (PSR).
პრემიერ ლიგამ ამ თვეში კბილები გამოაჩინა და დაადანაშაულა "ევერტონი" და "ნოტინგემ ფორესტი" PSR-ის დარღვევაში.
"იუნაიტედი" თვლის, რომ სერიოზული ჯარიმის რისკის აღება არ ღირს იანვარში მათი გუნდის გაძლიერების მოკლევადიანი მიზნებისთვის.
ახალი ამბები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.