ესპანური "ხეტაფეს" თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი "ბარსელონაში" გადასვლას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი ამჟამად ესპანურ კლუბში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი კონტრაქტი კი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის.
The Sun-ის ცნობით, გარემარბმა თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ მზად არის გადავიდეს "ბარსელონაში", თავის მხრივ "კატალონიელები" აქტიურ ინტერესს იჩენენ ფეხბურთელის მიმართ.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკები" აპირებენ გრინვუდის გაშვებას კატალონიურ კლუბში 40 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ (46,7 მილიონი ევრო).
ამ სეზონში გრინვუდმა ყველა ტურნირზე ერთადაღებულ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან პირად აქტივს ხუთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შესძინა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.