შემტევ ნახევარმცველ უსმან დემბელეს, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ს ღირსებას იცავს, აქვს შესაძლებლობა ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გააგრძელოს კარიერა.
Todofichajes-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის გარემარბის მომსახურებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.
"წითელ ეშმაკებს" შეტევის გაძლიერება სურთ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გარიგების წარმატებით დასრულებას გეგმავენ.
პოტენციური ტრანსფერის თანხა 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დემბელემ პარიზული გუნდის შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა.
ფორვარდმა ერთი გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.