"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გუნდს ექვს თვეში დატოვებს.
Football Insider-ის ცნობით, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 30 წლის ფრანგის ვადამდელი კონტრაქტი არ გაეგრძელებინა.
ამგვარად, ვარანი ზაფხულში დიდი ალბათობით ინგლისურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ფრანგმა ამ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ნდობა დაკარგა და სასტარტო შემადგენლობაში იშვიათადაც ჩნდებოდა.
ვარანს უკვე უკავშირებდნენ მიუნხენის "ბაიერნიდან" არსებობს ასევე მადრიდის "რეალში" დაბრუნების შესაძლებლობაც. რაფაელი ამჟამად ინგლისში მესამე სეზონს ატარებს.
ფრანგმა გუნდთან ერთად ერთადერთი ტიტულის ინგლისის ლიგის თასის მოგება მოახერხა.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.