ერიკ ტენ ჰაგის შემადგენლობის მარჯვენა მცველი აარონ ვან-ბისაკა და ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო შესაძლოა "ალ-ნასრში" გადავიდნენ.
ჟურნალისტის კრის უილერის თქმით, არაბული კლუბი გაზრდილი სახელფასო განაკვეთით გეგმავს რომ მათ რიგებს აღნიშნული ფეხბურთელები შეუერთოს.
თუ ჭორებს დავუჯერებთ, "წითელი ეშმაკები" მზად არიან განიხილონ შეთავაზებები ორივე მოთამაშის შესახებ. 31 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2026 წლამდეა ძალაში, ხელშეკრულება ასევე მოიცავს მის ავტომატურად გახანგრძლივებას ერთი სეზონით.
ვან-ბისაკას რაც შეეხება კონტრაქტს ვადა 2025 წლის შუა რიცხვებში ეწურება. გარდა ამ უკანასკნელთა გვარებისა მედიაში ასევე გაიჟღერა ინფორმაციამ ანტონისა და ჯეიდონ სანჩოს შესახებაც რომლებითაც ასევე ინტერესდებიან საუდის არაბეთის ლიგიდან.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.