ცალსახაა, რომ გაცემული ავანსები ვერ მართლდება, ანდრე ონანა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში ვერ აჩვენებს იმ ხარისხს რასაც კლუბი მოითხოვს.
შედეგად, კლუბმა კამერუნელის შემცვლელზე ფიქრი დაიწყო. TodoFichajes-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" კიპერი იან ობლაკი კვლავ "წითელი ეშმაკების" ყურადღების ცენტრშია.
აღსანიშნავია, რომ ინგლისურ გრანდს 31 წლის ობლაკის სანაცვლოდ ესპანელებისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის თანხის შეთავაზება აქვთ დაგეგმილი.
ეს თანხა შესაძლოა საკმარისი იყოს - "ატლეტიკო" მზად იქნება სლოვენიელის შესახებ შეთავაზებების მოსასმენად მომავალ ზაფხულს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჭორები "მანჩესტერ იუნაიტედს" იან ობლაკს უკავშირებენ.
თავის დროზე, დავიდ დე ხეას შემცვლელად სწორედ რომ იან ობლაკი მოიაზრებოდა თუმცა რატომღაც არჩევანი ანდრე ონანაზე შეჩერდა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.