25-01-2024, 10:24
ნანახია: 655,
კომენტარები: 2
მარსიალს გადაწყვეტილება აცნობეს
რა ბედი ელის ფრანგს?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავდამსხმელ ენტონი მარსიალს აცნობა, რომ მისი კონტრაქტი არ გახანგრძლივდება.
ამრიგად, 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ფრანგი კლუბს დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.
ფიფას წესები მარსიალს საშუალებას აძლევს აქედანვე თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება უცხოურ კლუბებთან და ერთ-ერთ მათგანთან წინასწარი კონტრაქტიც კი დადოს.
2023/2024 წლების სეზონში მარსიალმა 19 მატჩი ჩაატარა. ფრანგს ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს პირად აქტივში დაფიქსირებული.
როგორც ჩანს ერიკ ტენ ჰაგის კლუბში დაანონსებული დიდი წმენდის ერთ ერთი წევრი ენტონი მარსიალიც იქნება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.