დეკემბერში, "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კერძოდ, კლუბმა გამოაცხადა, რომ ჯიმ რეტკლიფის კომპანია INEOS აიღებს საკუთარ თავზე კლუბის საფეხბურთო ოპერაციების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც ინგლისელი მილიარდელი "იუნაიტედის" აქციების 25 % ის მესაკუთრე გახდა.
როგორც უკვე მოგეხსენებათ გარიგების რატიფიცირება პრემიერ ლიგამ უახლოეს მომავალში უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც მუშაობა სერიოზულად დაიწყება "ოლდ ტრაფორდზე".
როგორც Transfer News Live იუწყება iPaperSport-ზე დაყრდნობით, რეტკლიფი ემზადება გუნდის გასასუფთავებლად იმ მოთამაშეების გაყიდვის სახით, რომლებსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" არ ითვალისწინებს მოთამაშის ხარისხის მიხედვით.
"ოლდ ტრაფორდს" ფეხბურთელების გაყიდვიდან მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი-სტერლინგის გამომუშავება სურს.
სიახლეები
1 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.