კაზემირომ შესაძლოა უახლოეს მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.
Daily Star-ის ცნობით, კლუბმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გამოსავალი ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვა იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის კაზემირო ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორისაა.
ბრაზილიელის ტრანსფერი "წითელ ეშმაკებს" მნიშვნელოვანი ბიუჯეტის გამოთავისუფლებაში დაეხმარება.
2023/2024 წლების სეზონში კაზემირომ 12 მატჩი ჩაატარა. მათში ბრაზილიელმა ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. Transfermarkt კაზემიროს 30 მილიონ ევროდ აფასებს.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.