ორშაბათს, სერ ჯიმ რეტკლიფი "მანჩესტერში" ფანების წარმომადგენლებს და ადგილობრივი საზოგადოების ლიდერებს შეხვდა, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ Manchester United Supporters Trust (MUST) - ის წარმომადგენლები და "გლეიზერების" მხარდამჭერთა მრჩეველთა საბჭოს წევრები. სერ ჯიმმა ასევე ვიდეო ბმულით ისაუბრა გულშემატკივართა ფორუმის წარმომადგენლებთან.
The Telegraph-ის ცნობით, კლუბის ახალმა თანამფლობელმა გულშემატკივრებთან საუბრისას განაცხადა, რომ "იუნაიტედში" ფულის საშოვნელად არ ჩამოსულა და კლუბში ყველაფერი გამარჯვებული გუნდის შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ჟურნალისტ ენდი მიტენის თქმით, შეხვედრებს რეტკლიფის გარდა სერ დეივ ბრაილსფორდი და ჟან-კლოდ ბლანი ესწრებოდნენ.
საბოლოო ჯამში შეხვედრაზე განიხილეს "იუნაიტედის" როლი ადგილობრივ საზოგადოებაში და "ოლდ ტრაფორდის" პოტენციური ხელახალი განვითარება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.