15-01-2024, 19:50
ნანახია: 1227,
კომენტარები: 3
"იუნაიტედმა" გადაწყვეტილება მიიღო
რას გეგმავს კლუბი თავდამსხმელთან დაკავშირებით.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაწყვიტა, შეიძინოს თუ არა "ალ იტიჰადის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა მოკლევადიან პერსპექტივაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "წითელ ეშმაკებს" 36 წლის ფრანგის დაქირავება სეზონის ბოლომდე სურთ.
Talksport-ის ცნობით, ინგლისურმა გრანდმა გადაწყვიტა უარი თქვას აღნიშნულ პროცესზე, ფრანგი ერიკ ტენ ჰაგის გეგმებში არ შედის.
კარიმს ადრე ასევე უკავშირებდნენ ლონდონის "ჩელსის". საუდის არაბეთის ჩემპიონატის 15 მატჩში ბენზემამ 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
თავის კლუბში კარიმი წელიწადში 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.