"ალ-იტიჰადის" ვარსკვლავური თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შესაძლოა ისევ ევროპას დაუბრუნდეს.
ზოგიერთი საინფორმაციო წყაროების ცნობით, 36 წლის ფეხბურთელს არ აქვს საუკეთესო ურთიერთობა გუნდის მესაჭე მარსელო გალარდოსთან, რის გამოც, სავარაუდოდ, ის მალე კლუბს შეცვლის.
Fichajes-ის ცნობით, ფრანგი მზადაა მადრიდის "რეალში" დასაბრუნებლად, ფორვარდს მშობლიურ "ლიონშიც" ელოდებიან.
მისი შეძენით დაინტერესებული კიდევ ერთი პრეტენდენტი კი "მანჩესტერ იუნაიტედია", ინგლისურ გრანდში მიაჩნიათ, რომ ბენზემა მათი ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის რასმუს ჰოილუნდისთვის იქნება გამოცდილებისა და კონკურენციის მომტანი.
სამივე შემთხვევაში საუბარია იჯარაზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე. კარიმ ბენზემა გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" "ალ-იტიჰადში" გადავიდა.
საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატის 15 მატჩში ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.