ფრანგულ "ნიცაში" მოასპარეზე ფეხბურთელი ჟან კლერ ტოდიბო ორი ინგლისური გიგანტის ყურადღებას იპყრობს. საქმე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედს" და მერსისაიდულ "ლივერპულს".
წყაროს ცნობით, მცველმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და ის უფრო "მერსისაიდულ" კლუბში გადასვლისკენაა მიდრეკილი და აქცენტირებული.
ტოდიბოს სურს გაერთიანდეს და ერთ კლუბში ითამაშოს თანამემამულე იბრაჰიმა კონატესთან, რომელთანაც კარგი მეგობრული ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მცველმა ლიგა 1-ში 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა პირად აქტივში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ჭორები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.