თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2024, 10:30
ავტორი: datonuc,
ნანახია: 1509,
კომენტარები: 6
რეკონსტრუქციის გზაზე
საკადრო ცვლილებები და იმედისმომცემი გზა.
რეკონსტრუქციის გზაზე
"მანჩესტერ იუნაიტედში" ბოლო კვირების განმავლობაში მისასალმებელი ცვლილებები მოხდა. მათ რეალურად დაიწყეს გუნდის მოდიფიკაცია და რამდენიმე ფეხბურთელიც გაუშვეს კლუბიდან.

დონი ვან დე ბეეკი იჯარით გადავა ფრანკფურტის "აინტრახტში" გამოსყიდვის უფლებით, ჯეიდონ სანჩო დაბრუნდა დორტმუნდის "ბორუსიაში" სეზონის ბოლომდე, ხოლო ჰანიბალ მეჯბრი "სევილიას" ასევე იჯარით შეუერთდება.

ეს ცვლილებები ცხადია წინ გადადგმული ნაბიჯია სწორი მიმართულებით. წარსულში "იუნაიტედს" უჭირდა გუნდიდან ზედმეტი ფეხბურთელების გაშვება და ახლა საბოლოოდ, როგორც ჩანს, ამ კუთხით ყველაფერი იცვლება.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ინგლისურ გრანდს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, გასაშვები კიდევ ბევრია. მოგეხსენებათ, რომ კლუბმა 205 მილიონი ფუნტი დახარჯა მარჯვენა ფლანგელებში მას შემდეგ, რაც სანჩო შეიძინა 2020 წელს, ამ უკანასკნელმა კი გადაწყვეტა, რომ თურმე ის მარცხენა გარემარბია.

როგორც ბოლო შეხვედრებში ვიხილეთ ალეხანდრო გარნაჩო გამოირჩა თავისი კარგი პერფორმანსით მარჯვენა ფლანგზე და, როგორც ჩანს, ის აუცილებლად შეინარჩუნებს სასტარტოში ადგილს კვირას "ტოტენჰემთან" გასამართ შეხვედრაში.

ეს ნიშნავს, რომ "იუნაიტედს" ახლა უკვე კლუბში ჰყავს სამი გამოკვეთილი მარჯვენა-ფლანგელი, ცხადია რომ არცერთ მათგანს არ სურს იყოს სარეზერვო ვარიანტი. მთავარ კანდიდატად მაინც ანტონი რჩება. ის ამ ტრიოდან ყველაზე გამოცდილია, ის ყველაზე მეტი ფული დაჯდა, ასევე ტენ ჰაგის კაცია და მენეჯერზე რეალური ზეწოლა აქვს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყოფილი "აიაქსელი".

რა თქმა უნდა, არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მომავალში ის უნდა გაიყიდოს, რადგან ბოლოდროინდელი მისი გამოსვლები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მან თამაშის ხარისხი თუ არ გამოასწორა, რაც ძნელად სავარაუდოა ნამდვილად გაშვების კანდიდატი გახდება.

ასევე ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან ამადიც და ფაკუნდო პელისტრიც, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამოიყურება სრულიად მზად იმისათვის, რომ ეს ადგილი გარანტირებული ქონდეთ.

პელისტრი ახლა 22 წლისაა და არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ამომავალი ვარსკვლავი, როგორიც ადრე იყო. მან წინა სეზონზე 18 მატჩი ჩაატარა ძირითადში, მათ შორის სამი მსოფლიო ჩემპიონატზე და მას უკვე რეგულარულად თამაში სჭირდება. მაშინაც კი, თუ ის იჯარით ბრწყინავს, მაინც ძნელია იმის დანახვა, რომ ის "ოლდ ტრაფორდზე" გამოვა და გაიბრწყინებს.

მსგავსი სიტუაციაშია ამადიც. ის 21 წლისაა და მას შემდეგ, რაც "სანდერლენდში" თამაშით საკმაო გამოცდილება მიიღო, ისევ სურს დაბრუნდეს უკან იჯარით და აინაზღაუროს დაკარგული დრო, რომელიც ტრამვების გამო გაუცდა.

შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს იმედი პელისტრისა და ამადისთვის, რომ მათ ითამაშონ სერიოზული როლი "იუნაიტედის" მომავალში, მაგრამ მკაცრი რეალობა კი ის არის, რომ ამას ორივე ვერ შეძლებს, განსაკუთრებით გარნაჩოს ბოლოდროინდელი პოზიციის ცვლილების შემდეგ.

სავარაუდოა, რომ ამჟამად პელისტრისთვის და დიალოსთვის იჯარით წასვლა ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი იყოს, ასევე მათი საბოლოოდ გაყიდვის ოფციაც უნდა იყოს გათვალისწინებული.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
13 იანვარი 2024 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
პელისტრი და მარსიალი აუცილებლად გასაშვებია, რაც შეეხება სანჩოს, სწორი ქნეს რომ მხოლოდ იჯარით გაუშვეს და არ ჩაუწერეს გამოსყიდვის ოპცია, იმიტომ რომ თუ ფორმას აკრეფს ზაფხულში იქნებ იმის ნახევარი მაინც გამოიმუშაონ მისი გაყიდვით რაც მისი შეძენა დაუჯდათ. მაგ ბიჭის მანიუს ფორმით ნახვა ნამდვილად აღარ მსურს, ბევრი ეცადა ტენ ჰააგი ფორმაში შეეყვანა, დაჟე ცალკე გაუშვა ჰოლანდიაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც რომ დაბრუნებოდა იმ კონდინვიებს რასაც გადმოსვლამდე დორტმუნდში აჩვენებდა, მაგრამ არა, წავიდა აგერ და ბორუსიას ლოგოს ეზასავება ტიპი, მოკლედ მაგარი ცუდი ადამიანია და მასეთების ადგილი ამ გუნდში არაა. მეორე მომენტია რომ ისეთი ხელფასები მისცეს მაგასაც და კიდევ ძაან ბევრს რომ რთულია გაყიდვა, 350 ფუნტი კვირაში ჩუამენის და კამავინგას არააქვს ერთად, სრული ნონსენსია. რაც შეეხება ანტონის, მე ვიცავდი მაგ ბიჭს შარშანდელი სეზონის მერე, მაგრამ წელს იმ ნაშის ამბავის მერე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს მისი თამაში, ნულია ტიპი. აქედან რეშფორდმა ჩაიხადა და მოჯ.ა, ტიპს არანაირი ემოცია არააქვს არაფერზე, დადის მოედანზე, აუცილებლად გასაყიდია ეგეც ჩემი აზრით. აი დიალოს კიდევ ვაცდიდი 1 წელს, ოღონდ თუ ისევ გაიტრავმა მაშინ უნდა მიაყოლონ პელისტრის ეგეც, ამდენი ინვალიდი რანაირად შეიკრიბა ამ გუნდში სრულიად გაუგებარია. ბალასტის მოშორების მერე აუცილებლად ხელფასების თემას უნდა მიხედონ, არ შეიძლება ესე, ალნასრი და ყატარელები ბევრად მეტს კიარ უხდიან. ამხელა ფულს რომ მისცემ ფეხბურთელს იასნია ხელფასზე უფრო მეტს იფიქრებს ვიდრე ფეხბურთზე და შედეგიც აგერაა, 11 წელია ყველა ხელფასით დაკერილი ტრანსფერი გაკეთდა და მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ
0
№2
ავტორი: datonuc
13 იანვარი 2024 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 91
პირველად დავდე სიახლე, იმედია გამართული ტექსტით წერია
1
№3
ავტორი: PaLoMo
13 იანვარი 2024 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: datonuc
პირველად დავდე სიახლე, იმედია გამართული ტექსტით წერია

მადლობა.ნამდვილად კარგი სიახლეა.იმედჯა გააგრძელებ.წარმატებები
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
13 იანვარი 2024 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
ციტატა: datonuc
პირველად დავდე სიახლე, იმედია გამართული ტექსტით წერია

Მადლობა და წარმატეტებიი.. მშვენიერი სიახლეა
1
№5
ავტორი: Svanchester
13 იანვარი 2024 15:18
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
ციტატა: datonuc
პირველად დავდე სიახლე, იმედია გამართული ტექსტით წერია

დიდი მადლობა მოწოდებული სტატიისთვის, იყო პატარპატარა შესწორებები საჭირო თუმცა საბოლოო ჯამში კარგი სიახლე გამოვიდა.
0
№6
ავტორი: Lev
13 იანვარი 2024 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ციტატა: datonuc
პირველად დავდე სიახლე, იმედია გამართული ტექსტით წერია

კარგი სტატია, ყველაფერი დეტალურადაა, თუმცა ერთი მარჯვენა ფლანგელი გამოგრჩა) მეისონ გრინვუდი, რომელიც ფორმაშ შედის და აუცილებლად დააბრუნებენ, თუ ტენ ჰააგს ტვინი აქვს ზაფხულიდან გარნაჩო მარცხნივ უნდა გაუშვას მის საყვარელ პოზიციაზე და გრინვუდმა მარჯვვნიდან უნდა შეუტიოს. მათი შემცვლელები რეშფორდი, დიალო, პელისტრი (ამას კიდევ ვაცადოთ) ანტონი უნდა გაყიდოს როგორმე ნორმალურ ფასად, სხვა ჩემპიონატში მგონია რომ უფრო გაქაჩავს. მომავალი წლიდან გრინვუდის გარეშე ჩვენი მარჯვენა ფლანგი ვერ წარმომიდგენია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top