თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2024, 05:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1043,
კომენტარები: 3
მარსიალმა გადაწყვეტილება მიიღო
რა გადაწყვიტა ფრანგმა.
მარსიალმა გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს, ენტონი მარსიალს არ სურს გუნდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში. ამის შესახებ Sky Sports იუწყება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქულმა "ფენერბაჰჩემ" ინგლისელებს 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზება მოუმზადა თუმცა ფეხბურთელი უარზეა.

მედიის ცნობით, კლუბი იმედოვნებს, რომ ფრანგი რვა მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიყიდება.

მიმდინარე სეზონში მარსიალი მოედანზე ყველა ტურნირზე ერთადაღებული 19 მატჩში გამოვიდა, რომელშიც მან მეტოქის კარის დალაშქვრა ორჯერ შეძლო ხოლო ორი საგოლე გადაცემაც ასევე მიუმატა პირად აქტივს.

20 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 იანვარი 2024 05:27
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
მოგესალმებით ყველას. მრავალი ახალი წლები თქვენ ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს რეალობას, სანამ გუნდი არ გაიწმინდება უღიმღამო, უმოტივაციო ფეხბურთელებისგან არაფერი გვეშველება, სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადდეს ტენ ჰაგს, ამდენმა მწვრთნელთა ცვლილებებმა არაფერი სახეირო კლუბს არ მოუტანა არაფერი სასიკეთო, ერთიდაიგივე ჭაობში ვეფლობით, სწორი კადრების მოყვანაა საჭირო, მაინოსნაირი კადრების, ყველა შეიძლება ვერ დაფრინავდეს უმაღლეს დონეზე ეს ზღაპარია მაგრამ შინაგანად უნდა იყოს მოწოდებული ითამაშოს სულით და გულით, ჟილკა ეტყობოდეს ცხოვრების ხალისი ეტყობოდეს მოედანზე ბრძოლა ეტყობოდეს, არ მჯერა იმის მერე რაც ჰაგმა აიაქსით აკეთა რომ აქ ეს კაცი ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს საჭიროა მენეჯმენტის მხრიდან სრული ნდობა და დიდი საკადრო ცვლილებები ეტაპობრივად. რეშფორდი გასაყიდია, მარსიალი უნდა მიყვეს, კიდევ მისთანანი ბევრი გვყავს გუნდში, ახალი სისხლია საჭირო აგერ გაიხსნა ეს ოხერი სატრანსფერო ფანჯარა და რატო არ მოქმედებენ თუ უბრალოდ მილიონების გამოსამუშავებელი დაზგა გახდა იუნაიტედი და სხვა არაფერი არცკი მინდა ეს აზრი გავივლო მაგრამ რეალურად გუნდი ნეხვშია და ცვლილებები არცკი ხორციელდება ნორმალურად, მარსიალსაც კი ვერ ყიდიან, სანჩოს სანაცვლოდ სამაგიეროდ აგერ 3,5 მილიონ ევროს მიიღებენ, რონალდუმ ბევრ რაღაცაზე სწორად მიანიშნა, დღეს ჩვენ ჩამოგვეძინა და ფეხს ვერ ვუწყობთ რეალობას, დავარბენინებთ პოლიტიკოსებს გუნდში რომლებიც ფეხბურთზე ფიქრის ნაცვლად მოედანს გარეთ ცხოვრებით უფრო არიან დაკავებულები, ეს რეტკლიფი რა ხილია გამოჩნდება ცოტახანში, აშკარაა რო მორიგი შეიხი არ შეუშვეს ინგლისში რაღაც ნაციონალური პოლიტიკის გამო სავარაუდოდ, აქეთ გლეიზერები აქეთ რეტკლიფი ბოდიში და ვის როგორ აუდგება ისე უნდა იმართოს კლუბი თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს, მოკლეთ არ ვიცი მომავლის იმედს არ კარგავს ადამიანი და აჰა ჩვენც ბოლომდე ჩავებღაუჭებით ამ იმედს, გაჩერებული ქარხანასავით ვართ უბრალოდ ხავსი არ გვეკიდება.
2
№2
ავტორი: datonuc
11 იანვარი 2024 12:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 91
საიტი პასიურობს სამწუხაოდ
1
№3
ავტორი: ikeoni
11 იანვარი 2024 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
ციტატა: Svanchester
მოგესალმებით ყველას. მრავალი ახალი წლები თქვენ ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს რეალობას, სანამ გუნდი არ გაიწმინდება უღიმღამო, უმოტივაციო ფეხბურთელებისგან არაფერი გვეშველება, სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადდეს ტენ ჰაგს, ამდენმა მწვრთნელთა ცვლილებებმა არაფერი სახეირო კლუბს არ მოუტანა არაფერი სასიკეთო, ერთიდაიგივე ჭაობში ვეფლობით, სწორი კადრების მოყვანაა საჭირო, მაინოსნაირი კადრების, ყველა შეიძლება ვერ დაფრინავდეს უმაღლეს დონეზე ეს ზღაპარია მაგრამ შინაგანად უნდა იყოს მოწოდებული ითამაშოს სულით და გულით, ჟილკა ეტყობოდეს ცხოვრების ხალისი ეტყობოდეს მოედანზე ბრძოლა ეტყობოდეს, არ მჯერა იმის მერე რაც ჰაგმა აიაქსით აკეთა რომ აქ ეს კაცი ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს საჭიროა მენეჯმენტის მხრიდან სრული ნდობა და დიდი საკადრო ცვლილებები ეტაპობრივად. რეშფორდი გასაყიდია, მარსიალი უნდა მიყვეს, კიდევ მისთანანი ბევრი გვყავს გუნდში, ახალი სისხლია საჭირო აგერ გაიხსნა ეს ოხერი სატრანსფერო ფანჯარა და რატო არ მოქმედებენ თუ უბრალოდ მილიონების გამოსამუშავებელი დაზგა გახდა იუნაიტედი და სხვა არაფერი არცკი მინდა ეს აზრი გავივლო მაგრამ რეალურად გუნდი ნეხვშია და ცვლილებები არცკი ხორციელდება ნორმალურად, მარსიალსაც კი ვერ ყიდიან, სანჩოს სანაცვლოდ სამაგიეროდ აგერ 3,5 მილიონ ევროს მიიღებენ, რონალდუმ ბევრ რაღაცაზე სწორად მიანიშნა, დღეს ჩვენ ჩამოგვეძინა და ფეხს ვერ ვუწყობთ რეალობას, დავარბენინებთ პოლიტიკოსებს გუნდში რომლებიც ფეხბურთზე ფიქრის ნაცვლად მოედანს გარეთ ცხოვრებით უფრო არიან დაკავებულები, ეს რეტკლიფი რა ხილია გამოჩნდება ცოტახანში, აშკარაა რო მორიგი შეიხი არ შეუშვეს ინგლისში რაღაც ნაციონალური პოლიტიკის გამო სავარაუდოდ, აქეთ გლეიზერები აქეთ რეტკლიფი ბოდიში და ვის როგორ აუდგება ისე უნდა იმართოს კლუბი თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს, მოკლეთ არ ვიცი მომავლის იმედს არ კარგავს ადამიანი და აჰა ჩვენც ბოლომდე ჩავებღაუჭებით ამ იმედს, გაჩერებული ქარხანასავით ვართ უბრალოდ ხავსი არ გვეკიდება.

Გაიხარე ასევე ჩემი ძმა მრავალს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top