ერიკ ტენ ჰაგთან დაულაგებელი ურთიერთობის შემდეგ, დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი ვინგერი ჯეიდონ სანჩო კლუბს დატოვებს. ფეხბურთელი ძალიან ახლოსაა გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნებასთან.
ჟურნალისტი დევიდ ორშტეინი რომელიც გამოცემა The Athletic - ს წარმოადგენს, იუწყება, რომ მაქსიმუმ 48 საათში ჯეიდონი "დორტმუნდში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბს შეუერთდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოთამაშე "ოლდ ტრაფორდს" სეზონის ბოლომდე არენდის წესით დატოვებს. ამ გარიგებით "მანჩესტერი" 3,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ სანჩო გერმანული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან 2021 წლამდე იცავდა. როგორც ჩანს ოპტიმალური ფორმის დაბრუნებას ფეხბურთელი კვლავ ბორუსიელთა რიგებში შეეცდება.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.