გავრცელდა ბევრი ჭორი,რომ სერ ალექს ფერგიუსონს,უეინ რუნის გაყიდვა უნდა.ამაზე კი თავად ფერგიუსონმა თქვა,რომ ინგლისელი ფორვარდი არსად არ წავა,მაგრამ რუნით ორი კლუბი:მანჩესტერ სიტი და მიუნხენის ბაიერნი ინტერესდება.
"ბაიერნის" ლეგენდამ ფრანც ბეკემბაუერმა განაცხადა,რომ იგი ბედნიერი იქნება თუ რუნის მის ყოფილ კლუბში იხილავს.
"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, რომელიც "ბაიერნის" მწვრთნელი გახდება მომავალ სეზონში, აღფრთოვანებულია უეინ რუნით და სურს მისი ხილვა თავის კლუბში.
როგორც ცნობილი გახდა "ბაიერნი" რუნიში 20 მილიონს იხდის და ხელფასს ყოველკვირეულს 230,000 ფუნტს სთავაზობს თუ ის რა თქმა უნდა დატოვებს "იუნაიტედის" რიგებს.
მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ სერ ბობი ჩალტრონმა Laureus Sports Awards-თან განაცხადა: ფერგიუსონი რუნის სხვა კლუბში არ გაუშვებს, რადგან მათ გაუჭირდებათ რუნის გარეშე თამაში.ის შესანიშნავი ფეხბურთელია და რატომ უნდა დავთმოთ ის?