თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2023, 05:40
ავტორი: Kick_butowski,
ნანახია: 2210,
კომენტარები: 10
იმსახურებს ტენ ჰაგი მეტ დროს ?!
ამ სტატიით ვეცადე მოკლედ გადმომეცა საკუთარი აზრი ტენ ჰაგთან დაკავშირებით.
იმსახურებს ტენ ჰაგი მეტ დროს ?!
როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სტაბილურ თამაშს, რაც გულისხმობს დომინანტურ პოზიციაში ყოფნას, გულშემატკივრები ხშირად ვეძებთ განტევების ვაცს, იქნება ეს მწრთვნელი, ფეხბურთელი თუ ხელმძღვანელი.

დღეს, ასეთი ვაცის როლში მოგვევლინა ერიკ ტენ ჰაგი და უკვე აშკარად იწერება არა მხოლოდ გულშემატკივრების არამედ ექსპერტების მიერ, რომ დროა ის დაემშვიდობოს "იუნაიტედს". რაც ცხელ გულზე ნათქვამს უფრო გავს ვიდრე გაანალიზებულ პოზიციას, მეც, როგორც "იუნაიტედის" რიგით გულშემატკივარს, მსგავსმა აზრზმა მაშინ გამიელვა როდესაც ტენ ჰაგმა დე ხეა, ადამიანი რომელმაც "მანჩესტერს" კარიერა შესწირა და "ქსეროქსის" ინციდენტს თუ არ ჩავთვლით გული და სული დადო მოედანზე, უბრალოდ "გაუშვა", გაცილების ან/და რამე მნიშვნელოვანი განცხადების გარეშე თითქოს არ გამართლებული ტრანსფერი ყოფილიყო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რომ მომავალში წაგების გამო არ გამიჩნდეს სურვილი ტენ ჰაგი ეგრევე გაუშვან, გადავწყვიტე ერთი-ორი სიტყვა დამეწერა იმის შესახებ თუ რატომ იმსახურებს ეს ადამიანი მეტ დროს.

პირველ რიგში, გამომდინარე მისი კარიერიდან, არც თუ ისე დიდი დრო გავიდა რომ დაგვიწყებოდა მისი თანამედროვე და დინამიური თამაშის სტილი "აიაქსში". მისი გუნდები ცნობილია მაღალი პრესინგით, ბურთის ფლობაზე დაფუძნებული ფეხბურთით, რომელიც კარგად შეესაბამება "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიულ აქცენტს შემტევ ფეხბურთზე. რის გამოც ვფიქრობ, რომ ჰოლანდიელს დრო სჭირდება "ოლდ ტრაფორდზე" თავისი ფილოსოფიის და ტაქტიკის დასანერგად და რომ ნაჩქარევმა წასვლამ შეიძლება შეაფერხოს შეკრული და კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნის პროცესი.

ტენ ჰაგის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის მისი უნარი აღზარდოს ახალგაზრდა ნიჭი. "აიაქსის" ახალგაზრდულმა აკადემიამ მისი ხელმძღვანელობით უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოუშვა და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებსაც, თავის მხრივ სურთ იხილონ კლუბში ახალგაზრდების განვითარებაზე მსგავსი აქცენტი, შეგახსენებთ ჟოზე მოურინიოს კრიტიკის ერთ-ერთ საფუძველს, რომ აკადემიას არ აძლევდა დროს და სულ ვიღაცას ყიდულობდა.

ტენ ჰაგის კარიერა გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ის შეიძლება იყოს სწორი ადამიანი, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი თაობის ვარსკვლავებს მისცემს შანსს და ახალგაზრდობის პოპულარიზაციის კლუბის ტრადიციას განაგრძობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელის თავდაპირველ მოღვაწეობას "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი წილი გამოწვევები ჰქონდა, ვფიქრობ ნაადრევია მისი განსჯა მხოლოდ მოკლევადიანი შედეგების საფუძველზე. თამაშის ახალ სტილზე გადასვლას და მომგებიანი მენტალიტეტის დანერგვას დრო სჭირდება, მითუმეტეს გუნდში რომელიც "წინდებივით" ცვლიდა რადიკალურად განსხვავებული სტილის მწრთვნელებს და გუნდში არ არსებობს ერთიანი სტრატეგია, რის გამოც მოუთმენლობამ შეიძლება შეაფერხოს გუნდის გრძელვადიანი წარმატება.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წლებში ხშირად განიცდიდა მენეჯერულ ცვლილებებს, რამაც გამოიწვია სხვადასხვა სტილის ფეხბურთელის შეძენა, რომელთაც უჭირთ ერთმანეთთან შეთამაშება. მიმაჩნია, რომ ტენ ჰაგს თუ მიეცემა შესაძლებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ძალიან საჭირო სტაბილურობა, რომელიც საჭიროა წარმატებული და მდგრადი გუნდის შესაქმნელად. სამწვრთნელო შტაბში უწყვეტობამ და სათამაშო სტილმა შეიძლება გააძლიეროს კლუბის იდენტურობის განცდა, რაც აკლდა სერ ალექს ფერგიუსონის შემდგომ ეპოქაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ ის რთული გარემოებები, რომლებსაც ერიკ ტენ ჰაგი გადააწყდა. მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა მუდმივი ტრავმების კრიზისი, რომელიც აწუხებს გუნდს, რაც ხელს უშლის მენეჯერს სრულად განახორციელოს სასურველი ტაქტიკა მუდმივად ხელმისაწვდომი სასტარტო XI-ით. ფეხბურთი არის სპორტი, სადაც წარმატება ხშირად დამოკიდებულია მოთამაშეებს შორის სინერგიაზე და შეკრული თამაშის გეგმის შესრულებაზე. ძირითადი მოთამაშეების ტრავმების გამო, ტენ ჰაგი იძულებული გახდა ადაპტირების და ტაქტიკურ კომპრომისებზე წასვლისკენ, რაც ზღუდავს მის უნარს წარმოაჩინოს თავისი სტრატეგია. მენეჯერის განსჯა ამ ვითარებაში უსამართლო იქნებოდა და მინიმუმ უნდა დაველოდოთ გუნდის გამოჯანმრთელებას რომ გავაკეთოთ შეფასებები თამაშის სტილზე.

დასასრულისკენ განვმეორდები, ტენ ჰაგის მიმართ კრიტიკის უდიდესი წილი, მგონია რომ მაინც რონალდოს და დე ხეას (როგორც ჩემს შემთხვევაში) ინციდენტებს უკავშირდება, კლუბის ამ ორი ლეგენდის გარდა სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი ეგრე რომ ამოეგდო გუნდიდან და გაეშვა, მე პირადად, პრობლემა არ მექნებოდა, თუნდაც სანჩოს მდგომარეობა რომ შევაფასოთ, შესაძლოა საერთოდ უფასოდაც კი გაუშვას გუნდიდან, მაგრამ პრეტენზია არ მაქვს, მეტიც რაც უფრო გაწმენდს გუნდს უკეთესი იქნება ჩემი აზრით.


იმსახურებს თუ არა მეტ დროს ტენ ჰაგი?

დიახ
არა

სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 დეკემბერი 2023 05:42
  • სიახლეები: 2835
  • კომენტარები: 3895
მადლობა ავტორს შრომისთვის, მოწოდებული სტატიებისთვის, საიტის გვერდში დგომისთვის.
6
№2
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2023 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11500
Აუცილებლად იმსახურებს ამ მწვრთნელების ცვლამ რო არაფერი შედეგი გამოიღო კი ვნახეთ .. თან გასდის ბიჭებს არ გამოდის თამაში ეგრევე ბუნტი არაა ეგრე რა
2
№3
ავტორი: De Gea #1
9 დეკემბერი 2023 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
ფერგის მერე 10 წელი მწვრთნელების ცვლაში გავიდა და საბოლოო შედეგი არაფერი ჰქონია გუნდს. აქ რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო რანგნიკი კი არ გაიქცეოდა ესე მალე. ფაქტია გუნდის სისტემაშია პრობლემა და სჯობს მწვრთნელს ვაცადოთ თავისი შესაძლებლობა გამოავლინოს, თორემ ტენ ჰაგის გაშვებით ისევ ის წრე დატრიალდება რასაც 10 წელია ვუყურებთ
1
№4
ავტორი: LASHQARA
9 დეკემბერი 2023 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
პრობლემა ტენ ჰააგში არ არის, ის ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია, ტოპ 5 ში აუცილებლად შევიყვანდი, მარტო იმ აიაქსისთვის რა შედეგებიც დადო, იმ დაუჯერებელი სანახაობრივი თამაშისთვის love am
1
№5
ავტორი: Chiko1989
10 დეკემბერი 2023 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ეს თუ მწვრთნელია მაშინ მწვრთნელია რაღას ჰქვია გუნდზე ხო საუბარი აღარააა. ლუკ შოუს ცენტრში აყენებს გამოქლიავებულ ამრაბატს ათამაშებსარსიალს ცენტრ ფორვარდად როცა მარჯვენა ფლანგზე უკეთესია.ლუკ შოუ ფლანგზე ეთამაშებინა ამრაბატს თუ ათამაშებდა ცენტრ მცველად დაეყენებინა ან სამი მცველით და შეტევითი ფეხბურთი და მაღალი პრესინგი ჯობდა ამ ტაქტიკას რაც ეხლა ჰქონდა.
1
№6
ავტორი: Kick_butowski
11 დეკემბერი 2023 11:39
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 10
სანამ კონტრაქტი აქვს მე არ გავუშვებდი რა, მაინც მეიმედება თან სხვა არავინაა ბაზარზე ისეთი რომ აი უეჭველი დაალაგებს გუნდს.
0
№7
ავტორი: sergi070
11 დეკემბერი 2023 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ჯერ მარტო იმიტომ უნდა დარჩეს, რომ ეს უაზრო და უმაქნისი ფეხბურთელები გაუშვას, გაწმინდოს გუნდი. თორე გეტყვით რაც იქნება. მოვა ახალი მწვრთნელი ( მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება) : მარსიალის კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, იმიტომ რომ რამდენიმე არაფრის მომტან გოლს შეაგდებს. რაშფორდს ოღონდაც ხასიათზე იყოს ახალ კონტრაქტს მისცემენ კვირაში 400 000 ფუნტით. სანჩოზე აღარაფერს ვამბობ, ტიპს თავი ვინ ჰგონია, ბოდიში ვერ მოახდევინეს. ანუ საკუთარ ინტერესს წინ აყენებს ვიდრე გუნდისას. რავიცი კიდევ რამდენი პრობლემაა გუნდში, რაც გარედან არ ჩანს.... თუ მწვრთნელს თუნდაც ცუდი შედეგების მიუხედავად გვერდში დაუდგებიან როგორც ხელმძღვანელობა ისე გულშემატკივარი და მწვრთნელს საკმაო ავტორიტეტი ექნება მალე მოგვარდება პრობლემა... თუ არადა ეს ნაგვები კიდევ ბევრ სახელოვან მწვრთნელს მოინელებენ და არ დასრულდება წრეზე სიარული. დამიჯერეთ ნებისმიერი ვინც არ უნდა მოიყვანონ ტენ ჰაგის მაგივრად უეჭველი იგივე პრობლემები ექნება. მე მჯერა რომ ამ კაცს კარგი მხარდაჭერის პირობებში შეუძლია სიტუაციის გამოსწორება....
4
№8
ავტორი: InJesusWeTrust
11 დეკემბერი 2023 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ორი წელი მაინც ჭირდება დასალაგებლად, ფერგის 6 წელი დაჭირდა
0
№9
ავტორი: Mishiko82
13 დეკემბერი 2023 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 605
მე აღარ მჯერა რო ტენ ჰააგი გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს საერთაშორისო მაშტაბით და პრემიერლიგაში ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება, საშინელი ტრანსფერები გააკეთა აიაქს ყველა ფეხბურთელში ვინც მოიყვანა 2-3 მეტი გადაუხადეს მისი აკვიატების გამო და ყველამ ვნახეთ რომ ისინი არცერთია გრანდის დონისები, დღევანდელ მანიუს სულისკვეთება და თავგანწირვა აკლია და ეს მწვრთნელის ბრალია, ფეხბურთელი თუ უსარგებლოა უნდა მოიცილო გუნდიდან და უარესი უსაქმურები არ უნდა მოიყვანო.
1
№10
ავტორი: LASHQARA
16 დეკემბერი 2023 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
მეისოონ გრინვუდიიი am
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top