სერ ჯეიმი რედკლიფის მფლობელობაში არსებული კომპანია Ineos - ის ორი წამყვანი ფიგურა დეივ ბრეილსფორდი და ჟან კლოდ ბლანი გუშინ საღამოს "ოლდ ტრაფორდს" ეწვივნენ სადაც ისინი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "იუნაიტედის" საფეხბურთო დირექტორი ჯონ მირტოუ და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი პატრიკ სტიუარტი.
მოსალოდნელია, რომ სერ ჯეიმი რეტკლიფის ზემოაღნიშნული კომპანია, ინგლისური გრანდის სააქციო პაკეტის ნაწილის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს წარმატებით შობის დღესასწაულამდე დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ რედკლიფის გარდა "იუნაიტედის" აქციების შეძენით არაბი შეიხი ჯასემიც ინტერესდებოდა თუმცა ამ უკანასკნელმა ინგლისელების მხრიდან მოთხოვნილი კოლოსალური თანხის გადახდა არ ისურვა რომელსაც სურდა, რომ კლუბის აქციების 100 % შეეძინა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.