თბილისი:
მანჩესტერი:
4-12-2023, 15:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1363,
კომენტარები: 6
მხოლოდ ერთ შემთხვევაში
ინგლისელი გუნდში მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება.
მხოლოდ ერთ შემთხვევაში
ერიკ ტენ ჰაგსა და ჯეიდონ სანჩოს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზე რომაა მისული ეს ახალი ინფორმაცია არ გახლავთ, სპორტული პრესა ჯეიდონს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებს თუმცა შესაძლოა ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.

ერიკ ტენ ჰაგის შეგირდების ბოლოდროინდელი სახე და ზოგადად მიმდინარე სეზონის მათი შედეგები ნამდვილად არასახარბიელოა.

დაიძრა ხმები თითქოს იმის შესახებაც, რომ შესაძლოა ერიკ ტენ ჰაგის სკამს წყალი შეუდგეს.

ამ ყველაფერს კი აქტიურად კულისებიდან თვალს ჯეიდონ სანჩო ადევნებს, რომელიც ზემოაღნიშნული ვითარების განვითარების შემთხვევაში შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა დიდი ხნით გადაწყვიტოს. ინფორმაციას ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ავრცელებს.

ამ ეტაპზე ფეხბურთელის მომავალს რაც შეეხება, თავდამსხმელის შეძენას არენდის წესით ტურინის "იუვენტუსი" გეგმავს.

დიდი ალბათობით თუ ერიკ ტენ ჰაგი გუნდიდან არ განთავისუფლდება სანჩო ზმათრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კლუბს დატოვებს.
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: aresha1996
4 დეკემბერი 2023 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გამარჯობა ახალი ვარ ადრე ვიყავი დარეგისტრირებული ძაან ძველი ვერსია რომ იყო.კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე და იმედია ეშველება ჩვენ გუნდს რამე am
2
№2
ავტორი: PaLoMo
4 დეკემბერი 2023 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: aresha1996
გამარჯობა ახალი ვარ ადრე ვიყავი დარეგისტრირებული ძაან ძველი ვერსია რომ იყო.კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე და იმედია ეშველება ჩვენ გუნდს რამე am

კეთილი იყოს შენი ფეხი.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: ikeoni
4 დეკემბერი 2023 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
ციტატა: aresha1996
გამარჯობა ახალი ვარ ადრე ვიყავი დარეგისტრირებული ძაან ძველი ვერსია რომ იყო.კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე და იმედია ეშველება ჩვენ გუნდს რამე am

იᲛედია ძმა იმედი
0
№4
ავტორი: Svanchester
5 დეკემბერი 2023 09:09
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: aresha1996
გამარჯობა ახალი ვარ ადრე ვიყავი დარეგისტრირებული ძაან ძველი ვერსია რომ იყო.კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე და იმედია ეშველება ჩვენ გუნდს რამე am

კეთილი იყოს ჩვენს ოჯახში შენი ფეხი.
1
№5
ავტორი: Kate
7 დეკემბერი 2023 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ტენ ჰაგი რომ არ მიყვარს ეს საიდუმლო არაა დამინდა წავიდეს,მაგრამსანჩოს დატოვება არ შეიძლება. სრული უსაქმური,არაპროფესიონალი, ჭირვეული ტიპი- პარაზიტი მოსაკვეთია
0
№6
ავტორი: Kick_butowski
8 დეკემბერი 2023 11:01
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 10
ციტატა: Kate
ტენ ჰაგი რომ არ მიყვარს ეს საიდუმლო არაა დამინდა წავიდეს,მაგრამსანჩოს დატოვება არ შეიძლება. სრული უსაქმური,არაპროფესიონალი, ჭირვეული ტიპი- პარაზიტი მოსაკვეთია

მართალი ხართ,
ეგ კი არა ამ ორს შორის და ზოგადად მანჩესტერის დღევანდელი შემადგენლობა რომ ავიღოთ მთლიანად, ყველა ფეხბურთელი თუ ტენ ჰააგი, მაინც ტენ ჰააგს ავირჩევ
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top