თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2023, 20:56
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1415,
კომენტარები: 5
შირერი: "ისინი მცველებს საერთოდ არ ეხმარებიან"
ალანი "იუნაიტედის" ფეხბურთელებს აკრიტიკებს.
შირერი:
ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი, ალან შირერი "მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბ ფეხბურთელებს აკრიტიკებს, რადგან ყოფილი ფეხბურთელის აზრით მათ არ სურთ გუნდის მცველებს ამ კომპონენტში დაეხმარონ.

ინგლისელმა ხელი მარკუს რეშფორდსა და ალეხანდრო გარნაჩოს დაადო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველები საერთოდ არ იღებენ დახმარებას გარნაჩოსა და რაშფორდისგან. ისინი უკან არც კი იხედებიან და ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა.

"ნიუკასლმა" ბევრი მომენტი შექმნა და მეტი გოლიც უნდა გაეტანა",
- ციტირებს შირერის სიტყვებს "Center Devils".

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები გუშინ "ნიუკასლთან" სტუმრად 0:1 დამარცხდნენ.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მასპინძელთა თავდამსხმელმა ენტონი გორდონმა გაიტანა.
სიახლეები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 დეკემბერი 2023 08:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Რაგნიკმა რო თქვა 10 ფეხბურთელი მაინც არი გასაშვებიო დაცინეს სულელიაო
2
№2
ავტორი: Licha2001
4 დეკემბერი 2023 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
რაშფორდისთვის ერთი კარგი ფსიქოლოგი რა გახდა, დავიწვი საცოდაობით.
2
№3
ავტორი: dybbuk
4 დეკემბერი 2023 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1559
ციტატა: Licha2001
რაშფორდისთვის ერთი კარგი ფსიქოლოგი რა გახდა, დავიწვი საცოდაობით.

მაგას ფსიქოლოგი კიარა ერთი როი კინივით ან ფერგივით კაცი ჭირდება რომ დააყენოს ერთი ადგილი და თუ თამაში უნდა ითამაშოს ან გაა ჯვას გუნდიდან, ტიპს 300 ათასი აქვს კვირაში და მაგისეათასედს არ თამაშობს, ნახ უი გუნდიდან ყველა ეგეთი უჯიგრო ფეხბურთელები, მასეთებით რომ არის სავსე გუნდი მაგიტომაც ვართ ასეთ სიტუაციაში
1
№4
ავტორი: PaLoMo
4 დეკემბერი 2023 12:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
რაშფორდი პსჟს რო უნდოდა 80ად უნდა გაგვეყოდა
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: Dato kutaisi
4 დეკემბერი 2023 17:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: PaLoMo
რაშფორდი პსჟს რო უნდოდა 80ად უნდა გაგვეყოდა

ეგ რო მაშინ გეთქვა სანშობლოს მოღალატე იქნებოდი:)

რეში და მაკტომინეი სასტარტოში -2 კაცია.ვერ მომინელებია რაც გალასთან გააკეთა აი ვყვიროდი სახლში წაეთრიე შენითქო და მოსეირნობდა ტიპი.ბრუნო იძულებული გახდა დაჯარიმებულიყო და კიდეც მოგვართვეს პირველი გოლი
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top