"მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი 50 მატჩის შედეგების მიხედვით კლუბის ყველა აქამდე არსებული მწვრთნელის შედეგებს შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს
სპეციალისტის ხელმძღვანელობით "წითელ ეშმაკებს" ლიგის პირველი 50 მატჩიდან 96 ქულა აქვთ მოპოვებული, წინამორბედ მენეჯერებს ჟოზე მოურინიოს (95) ხოლო ლუი ვან გაალის (94), რომლებიც Squawka-ს რეიტინგში მესამე და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.
ლიდერად კვლავ რჩება ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი, რომლის დროსაც "იუნაიტედმა" აღნიშნული სამატჩო სტატისტიკით 103 ქულა დააგროვა.
გარდა ამისა ტენ ჰაგი გახდა პირველი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში რომელმაც პრემიერ ლიგის პირველი 50 შეხვედრიდან 30 მატჩში შეძლო გამარჯვების მიღწევა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში, "ოლდ ტრაფორდელებმა" შინ "ლუთონი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.
ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე 21 ქულით იმყოფებიან.