თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2023, 05:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3146,
კომენტარები: 21
ერიკ ტენ ჰაგის მიღწევა
სერ ალექსის შემდეგ მსგავსი შედეგი არავის დაუფიქსირებია.
ერიკ ტენ ჰაგის მიღწევა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, ინგლისის პრემიერ ლიგის პირველი 50 მატჩის შედეგების მიხედვით კლუბის ყველა აქამდე არსებული მწვრთნელის შედეგებს შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს

სპეციალისტის ხელმძღვანელობით "წითელ ეშმაკებს" ლიგის პირველი 50 მატჩიდან 96 ქულა აქვთ მოპოვებული, წინამორბედ მენეჯერებს ჟოზე მოურინიოს (95) ხოლო ლუი ვან გაალის (94), რომლებიც Squawka-ს რეიტინგში მესამე და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

ლიდერად კვლავ რჩება ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი, რომლის დროსაც "იუნაიტედმა" აღნიშნული სამატჩო სტატისტიკით 103 ქულა დააგროვა.

გარდა ამისა ტენ ჰაგი გახდა პირველი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში რომელმაც პრემიერ ლიგის პირველი 50 შეხვედრიდან 30 მატჩში შეძლო გამარჯვების მიღწევა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის გასულ ტურში, "ოლდ ტრაფორდელებმა" შინ "ლუთონი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.

ერიკ ტენ ჰაგის შეგირდები სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე 21 ქულით იმყოფებიან.
სიახლეები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 ნოემბერი 2023 05:29
  • სიახლეები: 2851
  • კომენტარები: 3904
რასმუსის ტრავმის სიმძიმე სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი, გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი.
0
№2
ავტორი: ikeoni
12 ნოემბერი 2023 06:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ციტატა: Svanchester
რასმუსის ტრავმის სიმძიმე სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი, გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი.

იმედია სერიოზული არაფერია თორე მაგარ შარში ვართ:(((
0
№3
ავტორი: Roberto
12 ნოემბერი 2023 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
რა ხანია არაფერი დამიწერია აქ,არავინ რამე სხვანაირად არ გაიგოთ და ჩელსი სიტის თამაშს თუ უყურებთ?ან მიმოხილვას უყურეთ.ბოლო ბოლო ყელში ამოვიდა უკვე.ჩემს აზრზე დავრჩები და ვიტყვი რომ სანამ ეს ჯიუტი კაცი დგას სათავეში,არავითარი ხეირი გუნდს არ ექნება
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
12 ნოემბერი 2023 21:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: Roberto

ვუყურე და ძალიანაც ვისიამოვნე.მაგრამ ჩემი აზრით მწვრთნელის გაშვება არ უშველის ჩვენს ჩასვრილ საქმეს.უფრო გადაავადებს ჩვენი საშველის დადგომას.რა ქნა ჩელსიმ რომ ამ ფეხბურთამდე მისულიყო?დაშალეს გუნდი სრულად თან გაიყიდა და სრულად ახალი პროექტი დაიწყეს.ეს პროექტიც ბევრ კრახს განიცდიდა აქამდე და აწიც ბევრ ჩაისვრის მაგრამ სწორი მიმართულებით მიდის.აი ჩვენთან კი დაწყებული საწვრთნელი ბაზის ჭიშკრიდან ყველაფერი შესაცვლელია.რონალდოს ასხამდა ყველა რაები ილაპარაკა გუნდზეო და რა თქვა ტყუილი და არასწორი?არც არაფერი.უბრალოდ ჩვენთან წლებია მიდის მთავარი პრობლემების გადავადება გადაფარვა.ბრალდებათ მწვრთნელებს ფეხბურთელებს და ამ დროს საერთოდ რა ფორმაციისა გუნდი აი ის ეშმაკიც ვერ გებულობს გერბზე რომ გვაქვს:)არცერთი ფეხბურთელი არაა ერთი სტილის.ყველა სხვადასხვა მონაცემების,ტექნიკის, ძლიერი მხარეებისაა და არცერთი ერთმანეთთან სტილისტიკურ კავშირში არაა.ეგ იცის ამდენი სხვადასხვა მწვრთნელების მოყვანილმა ქაოტურმა შემადგენლობამ.აი მწვრთნელი მოიყვანს ვინც უნდა აბა რა უნდა ქნას,უბრალოდ ზემოთ უნდა იცოდნენ რა გუნდის მიღება უნდათ და იკის მიხედვით უნდა მოგყავდეს მწვრთნელი და შესაბამისად ფეხბურთელები.იმ
მწვრთნელს კიდე უნდა აცდიდე მუშაობას და ფეხბურთელებს არ უნდა კერავდე უაზრო ხელფასებით.ეგაა და ეგ მეტი არაფერი არაა ჩვენი პრობლემა.ყოველ წელს ტიტულები გვინდა და რის ხარჯზე კაცმა არ იცის.ნახევარდაცვა არ გყავს ფაქტიურად დაცვა არ გყავს და ფლანგები რა ფეხბურთი უნდა ითამაშო თუ არა ის რასაც ვთამაშობთ.და ამას დამატებული კიდე თითოეულ თამაშში 100%იან გოლს რომ ვერ გაიტან სინწრით შექმნილს 3-4ს.მე ისიც მიკვირს რა პოზიციაზეც ვსრთ ეგეც როგორაა
0
№5
ავტორი: Roberto
12 ნოემბერი 2023 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 480
ციტატა: Dato kutaisi

ყველაფერში გეთანხმები მეგობარო,ერთი რამის გარდა.ტენ ჰაგი არის ტიპაჟი რომელიც ამ გუნდს ვერ წაადგება,რადგან არის ჯიუტი,რომელმაც იცის ამოჩემება.ნაწილობრივ ვინც უნდოდა ისინიც მოუყვანეს,თუმცა შედეგს კი ვხედავთ.სადაც მეკარე გაუშვა იმის გამო რომ ფეხით თამაში არ გამოსდიოდა,ამანაც რა შედეგი გამოიღო კი ვხედავთ.კაცს თავდასხმა ვერ დაულაგებია,ვერც ნახევარდაცვა და დაცვა ხომ მითუმეტეს,მაგრამ მაინც და მაინც მეკარით დაიწყო.კარგად გემახსოვრება რომ უძლიერეს ბარსელონას რამდენი წელი ყავდა არასათანადო ვალდესი,მაგრამ დაცვისა და ნახევარდაცვის ხარჯზე არც კი ჩანდა მისი სისუსტეები.დე ხეას რას ერჩოდა საწყალს სადაც თითოეული წერტილი მოედანზე დასალაგებელი აქვს
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
12 ნოემბერი 2023 22:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
სიჯიუტე ყველა მწვრთნელს ახასიათებს მაგალითისთვის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გვარდიოლაც გვეყოფა.ყველას თავისი ხედვები აქვს და ეგეც ნორმალურია უბრალოდ ნორმალური არაა როდესაც ვხედავ რეშს რომ კატასტროფა სეზონი აქვს და უბრალოდ ჯიუტად იძახი ესაა რაცააო,ვერ ვხვდები როდესაც ანტონის შეჯდა ყველა და ტიპი დააკომპლექსეს ძველმა მანჩესტერელებმა უაზრო ფი ტებს აკეთებსო უსარგებლოსო,აცადე შე მამაცხონებულო ახლა ჯობია არც იმას რომ არ აკეთებს?ამას როდესაც ხედავ მწვრთნელი თუ კარგი მენეჯერი ხარ პირიქით უნდა დაავალო მეტი სითავხედე რომ გაიხსნას და თავის თავის ირწმუნოს.რა მნიშვნელობა აქვს ენტონი ფინტისას დაკარგავს ბურთს თუ ცენტრში დაკარგავს ნებისმიერი სხვა.ენტონი მაინც არის მისი მოყვანილი და სხვაგვარად უნდა უდგებოდეს.ნიჭიერი ფეხბურთელია ძალიან და უაზროდ კლავენ ამდენი შეზღუდვებით.იგივეა რო კვარას აუკრძალო ფინტის კეთება და სულ ბურთის შენარჩუნებაზე იყოს ორიენტირებული.თუ არ სცადა და თუ არ გამოუვიდა და ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობები ისე არაფერი გამოდის.რეშმა თავზე გადაისვარა მთელი სეზონია და იმას ეპატიება ენტონის სრა.ეგაა ზოგადად სულ გარე ტიპები მოქმედებენ შიდა სიტუაციაზე ცუდად.ოლეს არ აკრიტიკებდნენ და სხვას ყველას იმიტომ რომ ტენდენციურები არიან და ასე იქნება სულ
0
№7
ავტორი: Old Red Devil
14 ნოემბერი 2023 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ერიკამდე ვან გაალს და მოიესსაც მისცემოდა შანსი.ჟოზეფინასაც.პრინციპში ყველა ვთანხმდებით რომ კლუბის ხედვაა მცდარი და ამის გამოა რომ ყველა სხვა რგოლი ჩაფლავებულია
0
№8
ავტორი: Kate
16 ნოემბერი 2023 07:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ანტი რეკორდებს რატომ არ დაწერეს?
0
№9
ავტორი: PaLoMo
19 ნოემბერი 2023 10:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
რატკლიფს სპორტულ დირექტორად მალდინის ხილვა სურს მან.იუნაიტედშიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: alkimikosi
19 ნოემბერი 2023 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ციტატა: PaLoMo
რატკლიფს სპორტულ დირექტორად მალდინის ხილვა სურს მან.იუნაიტედშიო

ნეტა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top