"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უეინ რუნი ოფიციალურად ახალ კლუბს უხელმძღვანელებს.
ინგლისელი, ჩემპიონშიფში მოასპარეზე "ბირმინგემს" ჩაუდგება სათავეში.
დანიშვნის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარი კუკმა განაცხადა.
"როდესაც გექნებათ შესაძლებლობა დანიშნოთ ისეთი მენეჯერი, რომელიც იზიარებს თქვენს ამბიციებს და არის როგორც შესანიშნავი მოთამაშე, ასევე ახალგაზრდა მენეჯერი, რომელიც სწავლობს თავის ახალ პროფესიას უმაღლეს დონეზე, მაშინ უმალვე იმოქმედებთ",- აცხადებს კუკი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუნის სამწვრთნელო შტაბში მოხვდება "იუნაიტედის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ოში, რომელიც ამჟამად ირლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმყოფება.